ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“ოპოზიციას უპირობოდ რატომ მივცემ ხმას, თუ ის უფრო უარესად გამოყურება, ვიდრე ხელისუფლება?!”- გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი  “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის”(NDI) მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს და როგორც აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ კონკრეტულ პარტიებზეა დამოკიდებული, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ვის დაუჭერს მხარს.

ხუხაშვილის შეფასებით, კვლევის თანახმად 27%, რომელმაც იცის ვის მისცემს ხმას, არა ოპოზიციურად,, არამედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.

“ამომრჩეველის 27 პროცენტი ოპოზიციურად კი არაა განწყობილი,  არამედ კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლებისადმი. და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად  განწყობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ოპოზიციურადაა განწყობილი.

პრობლემა სწორედ იმაშია, რომ კი, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, მაგრამ ოპოზიცია ამომრჩეველს უკეთეს არჩევანს არ სთავაზობს. შესაბამისად, იმის ილუზია თუ აქვს ოპოზიციას, რომ კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი წავა და ხმას მათ მისცემს, ეს მინიმუმ საკითხისადმი არაპროფესიონალური, ბრიყვული მიდგომაა,”- აცხადებს ხუხაშვილი.

ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს ალტერნატივა სჭირდება და სწორედ ეს ალტერნატივა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ.

“თუ მე ხელისუფლებისადმი ვარ კრიტიკულად განწყობილი, ვიწყებ ალტერნატივის ძებნას. მაგრამ, ეს ალტერნატივა უბდა შემომთავაზონ, უპირობოდ რატომ მივცემ ხმას, თუ ის უფრო უარესად გამოყურება, ვიდრე ხელისუფლება?!”- აცხადებს ხუხაშვილი.

რაც შეეხება გამოკითხულთა 59%-ს, რომელმაც არ იცის, ვის დაუჭერს ხმას ,უიხაშვილის მოსაზრებით, ამ ელექტორატზე იქნება დამოკიდებული არჩევნების ბედი.

როგორც  ანალიტიკოსი განმატავს, თუ ოპოზიციამ ეს ელექტორატი თავის უპირატესობაში ვერ დაარწმუნა, ეს ამომრჩეველი ან არ წავა არჩევნებზე, ანდა თუ წავა, ხნას ისევ მმართველ პარტიას მისცემს.

ორგანიზაცია “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა”(IND) ახალი კვლევა ჩაატარა. კვლევაში გამოკიტხულთა 88% აცხადებს, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მონაწილეობას მიიღებდა. ხოლო, გამოკითხულთა  59% აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.

თათია  შაიშმელაშვილი

იტვირთბა....