მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განაცხადებიით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურაში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში, ისევე, როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება.
მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნულ სოფლებთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები და ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებასა და თერმოსკრინინგს.
ცნობისთვის, 14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2392-ს შეადგენს.