ახალი ამბები

სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

სააკაშვილის განცხადებით, ინტერნეტში გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერები დაჭრილია რუსული სპეცსამსახურების მიერ. სააკაშვილი ასევე იხსენებს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნებულ მასალასაც, მისი განცხადებით ამ ჩანაწერში ნაჩვენები კადრები დადგმული იყო.

„რამდენჯერ უნდა აგვაგდონ რუსულმა სპესამსახურებმა?” – სვამს შეკითხვას ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი.

„გაზპრომის“ ყველაზე მსხილმა აქციონერმა ივანიშვილმა, დააბრუნა საქართველოში „გაზპრომი“, რომლის მოშორებასაც მთელი ევროპა ცდილობს. მან მიაბა მთელი ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარს, რითიც  ჩამოშალა ქართული ეკონომიკა. ახლა ის აპირებს სომხეთზე რკინიგზის გახსნას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს.“ – აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, ივანიშვილმა არ იკმარა ქვეყნიდან მისი გაძევება და ახლა ცდილობს მოქალაქეობა ჩამოართვას.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის  სასამართლო პროცესს ექ-სპრეზიდენტმა  „ბლეფი“ უწოდა.

დასასრულს სააკაშვილმა თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას  მოუწოდა დაიცვან „რუსთავი 2“ .

იტვირთბა....