ორგანიზაცია “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა”(IND) ახალი კვლევა ჩაატარა, თუ რამდენად წორად ვიტარედება ქვეყანა.
გამოკითხული მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ამასთან, კვლევაში მონაწილე 20%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, 8%-მა პასუხი არ იცის, ხოლო, 1% კითხვაზე პასუხის გაცემისგან უარს აცხადებს.
რაც შეეხება ორგანიზაციის მიერ დასმულ კითხვაზე: არის თუ არა საქართველოში დემოკრატია? – გამოკითხული მოქალაქეების 37% ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, 48%-ის აზრით, ქვეყანაში დემოკრატიაა, ხოლო 14%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
ორგანიზაციამ კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.