“საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ყველა დანაშაული აღიარა და ახლა იმის აღიარება დარჩა, როგორ ჩააბარა ტერიტორიები ოკუპანტ ქვეყანას. ყველა ხვდება, რომ სააკაშვილი საერთაშორისო ავანტიურისტი და სისხლის სამართლის დამნაშავეა“.
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ამის შესახებ მდინარაძემ მიხეილ საკაშვილის შესახებ უკრაინაში გადაღებული საგამოძიებო ფილმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა ხვდება, რომ სააკაშვილი „საერთაშორისო ავანტიურისტი და სისხლის სამართლის დამნაშავეა“.
ცნობისთვის, OBOZREVATEL-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საგამოძიებო ფილმი გადაიღო.