ქუთაისში, ბოლო 24 სათის განმავლობაში კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა. ყველა შემთხვევა 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ქუთაიში კორონავირუსით ინფიცირებულთა დინამიკა მცირდება. რაც შეეხება საავადმყოფოში საწოლებს, ქუთაისში სამასამდე საწოლი მომზადებულია და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს რამოდენიმე კლინიკა მიიღებს.
ასევე, როგორც შალამბერიძემ განაცხადა, გუშინ ლაბორატორიაში 1134 ნიმუში შემოწმნდა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 პაციენტი.