„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს , გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ვირუსი მანამდე დაუდასტურდათ პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას.
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, გედევან ფოფხაძეს ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა“, -აცხადებენ პარტიაში.