ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ემანუელ მაკრონს მიმართავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ისტორია არ იცის და ანკარას ჰუმანურობაზე ლექციას არ უნდა უკითხავდეს, რადგან, მისი თქმით, აფრიკის ისტორია საფრანგეთის ისტორიაა და აფრიკაში მილიონობით ადამიანი სწორედ ფრანგებმა მოკლეს. ამის შესახებ მან სტამბოლში, 1980 წლის სამხედრო გადატრიალების წლისთავზე განაცხადა.

“ბატონო მაკრონო, თქვენ ბევრად მეტი პრობლემა გექნებათ ჩემთან. შენ არ იცი ისტორია, შენ საფრანგეთის ისტორიაც კი არ იცი. არ შეგიძლია ლექცია წაგვიკითხო ჰუმანურობაზე“ – აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისათვის, მანამდე ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ევროპამ თურქეთის მთავრობას მტკიცე პოზიცია უნდა აჩვენოს, რადგან ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ანკარა პარტნიორი აღარ არის. საფრანგეთის პრეზიდენტი ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მიერ ენერგორესურსების ძებნის ოპერაციას ეწინააღმდეგება და საბერძნეთს და კვიპროსს მხარდაჭერას უცხადებს.

იტვირთბა....