ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ევაკუატორით გადაიტანეს თამუნას მანქანა… უკავშირდება თუ არა მკვლელობა ფულის გათეთრებას?!” – კილაძე

“ქრონიკა პლიუსის”რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე ვიღაცასა შეხვდა. მისივე თქმით 23 წლის პროგრამისტი სათვალთვალო კაერებმა დააფიქსირეს, თუმცა, მოგივანებით ეს კამერები “გაფუჭდა.” ამის შესახებ კილაძე ფეისბუგვერდზე წერს.

ვერსია პირველი: თამარ ბაჩალიაშვილი მიდის შეხვედრაზე! შეხვედრის ადგილი საკალმახეა! შეცდომით შედის “ადმირალში”-ხვდება კამერების არეალში! (ამის მერე ადმირალის კამერები “ფუჭდება”) რაკი ეს ის ადგილი არაა,ეძებს სხვა ლოკაციას (საკალმახეს).

84.03.34.034 -ვილა ალგეთი! მეპატრონე გიორგი ღარიბაშვილი. ერთი ფიგურანტი გურამ მაჭარაშვილი -“ქართუს” იურიდიული სამსახურის უფროსი და დეპუტატი ქართული ოცნებიდან! კიდევ ერთი ფიგურანტი თეიმურაზ ჯავახიშვილი! “ვილა ალგეთის” უკან საკალმახეა! ავტოფარეხში შედიხარ გვერდიდან! საკალმახეს გვერდით ორი დიდი ოთახი, ერთი დაცვის-ოთხი წლის დაკეტილი,მაგრამ საეჭვოდ დალაგებული! (საწოლი, ტელევიზორი, ღუმელი) ქონება იპოთეკითაა დატვირთული “ქართუში”!

“ვილა ალგეთის” გვერდით გზაა – წყაროს მტკიცებით, ამ ფონით ევაკუატორით გადაიტანეს თამუნას მანქანა და მიიტანეს გოლთეთში! პოლიციაც შემთხვევის ადგილს იცავს არა წინა, არამედ უკანა მხრიდან!
ვინ დაიბარა და ვის შეხვდა თამარ ბაჩალიაშვილი?! უკავშირდება თუ არა მკვლელობა ფულის გათეთრებას?!” – წერს კილაძე.

ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....