ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მთავრობის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული პირები გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ პოლიტიკური შოუს დადგმას აპირებენ”- გიორგი მანველიძე

„აჭარის „ქართული ოცნების“ პარტიის ორგანიზაციაში გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული ადამიანები, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აპირებს პოლიტიკური შოუს დადგმას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი მანველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მანველიძემ ბრიფინგზე განმარტა,  გათავისუფლებული პირები, თავიანთი სცენარისთვის „ქართული ოცნების“ პარტიის რიგებიდან ადამიანების მოსყიდვასაც ეცადნენ.

„აჭარის „ქართული ოცნების“ პარტიის ორგანიზაციაში გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციიდან მძიმე ადმინისტრაციული დარღვევების გამო გაშვებული კონკრეტული პირი, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აპირებს პოლიტიკური შოუს დადგმას, თითქოს „ქართული ოცნების რიგებს“ ტოვებენ. ისინი ამით ცდილობენ, ჩვენთან პრობლემების არსებობის ყალბი ილუზია შექმნან. მათ ასევე ჰქონდათ მცდელობა, ჩვენ რიგებში მოესყიდათ ადამიანები, გადაეხადათ მათთვის საკმაოდ სოლიდური თანხა და სანაცვლოდ ეს ადამიანები თავიანთ სცენარში გამოეყენებინათ, რაზეც მიიღეს უარი და შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ ეს ინფორმაცია. ვაფრთხილებთ ყველას, მოვახდენთ ყველა იმ სუბიექტის ლუსტრაციას, ვინც ასეთი ბინძური მეთოდებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ეცდება“, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი მანველაძემ.

იტვირთბა....