“მითოლოგიური დრაკონი ბევრად ჰუმანური მოვლენაა, ვიდრე ივანიშვილ-კალაძის დანაშაულებრივი დუეტი, რომელმაც ამ დღეებში მოიფიქრეს ახალი წესი და მანქანის დგომის სანაცვლოდ საათში 1 ლარი უნდა გადაიხადოს მეპატრონემ. ეს ნიშნავს, თუ რამეს იშოვის ამათგან გაღატაკებულ ქვეყანაში, ოჯახში კი ვერ მიიტანს, უნდა შეაჭამოს ამათ გაბერილ ბიზნესს და მისაკუთრებულ ბიუჯეტს,”
ლეიბორისტული პარტის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
ლეიბორისტული პარტის ლიდერმა თანაგუნდელებთან ერთად ზონალურ საათობრივი პარკირება გააპროტესტა. აღნიშნული პარტიის აქტივისტებმა კი პარკირების ადგილზე ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის ფოტოები გააკრეს. ასევე, შალვა ნათელაშვილმა თბილის მერს მოუწოდა, რომ მსგავსი პარკირების სისტემა შეწყდეს.