ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაღალ მთიან აჭარაში მოსწავლები სწავლას საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს დაიწყებენ” – თორნიკე რიჟვაძე

“მაღალ მთიან აჭარაში მოსწავლები სწავლას საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს დაიწყებენ”,  – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე, როგორც რიჟვაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ბათუმის და ქობულეთის სკოლებთან ერთად ხელვაჩაურის სასწავლო დაწესებულებებიც 1 ოქტომბერს სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ.

„მომატებული რისკების ფონზე, ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ასევე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სკოლების გადავადებასთან დაკავშირებით, ქობულეთს და ბათუმს დაემატება ხელვაჩაური და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში პირველი ოქტომბრიდან განახლდება. მანამდე ამ სამ მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურად მოხდება. მაღალმთიან აჭარაში მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას 15 სექტემბრიდან შეძლებენ. სკოლების მზადყოფნის საკითხს რაც შეეხება, მათი 90 პროცენტი აკმაყოფილებს სტანდარტებს. შემოწმების პროცესი ისევ გაგრძელდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

იტვირთბა....