“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია პარტიის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“გიორგი ვაშაძემ ტესტი ჩაიტარა როგორც PCR ტესტირება, ასევე ტესტირება ანტისხეულებზე. პასუხი არის უარყოფითი. კორონავირუსი არ დაუდასტურდა”.- განაცხადა ბრიფინგზე სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გუშინ გადავიდა, ვინაიდან კონტაქტი ინფიცირებულ თაკო ჩარკვიანთან ჰქონდა.
შეგახსენებთ, “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი კორნავირუსითა ინფიცირებული და ის თვითიზოლაციაში იმყოფება. თაკო ჩარკვიანი „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის კონტაქტია.