“შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არიან. ჩვეულებრივ სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურები და ადეკვატურები არიან..”
ლალი ტურძელაძე- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი
ამისსესახებლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.