აჭარის მთავრობის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველა პირი, რომელსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
ასევე, პრესამსახურის ინფორმაცით, აჭარის მთავრობის შენობა სპეციალური სადინფეციო საშუალებებით დამუშავდება და ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები.
ცნობისთვის, გუშინ აჭარაში, “ხოზრევანიძის” კლინიკის თანამშრომელი დაინფიცირდა, რის გამო კლინიკამ მუშაობა დროებით შეწყვიტა. ასევე, დაიფიცირდნენ ბათუმის იუსტიცის სახლის თანამშრომლები. ინფიცირებულთა სიაში, ბანკი “ქართუს”ბათუმის სერვის ცენტრის თანამშრომლებიც მოხვდნენ.
შეგახსენებთ, ბათუმი წითელ ზონადაა გამოცხადებული