ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი გადაიდო

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის  შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზეგანაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ორი კვირით თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთშიგადაიდო.

“ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო. თუმცა, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების მიხნით, სკოლები სასწავლო პროცესი არ განახლდება.

იტვირთბა....