გორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნისზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ში დაგვიდასტურეს, თუმცა რა გახდა ხომასურიძის დაკავების მიზეზი, განმარტებას არ აკეთებენ.
შსს-ში ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გაკეთდება.
შეგახსენებთ, რამდენიმედღის წინ თამაზ ხომასურიძეს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაშიც შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე დაადანაშაულა.
ამას წინ ხომასურიძის მუქარის შემცველი განცხადებები უძღოდა. არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ საიდუმლო დაჯგუფება “თეთრი ისარი” შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის ლიკვიდირებას გეგმავს. თამაზ ხომარუსიძემ ნიკოლაძის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებებიც რამდენჯერმე გააკეთა, რის გამოც დაკითხვაზეც დაიბარეს.
თავად ნიკლაძე ხომასურიძის განცხადებებს არასერიოზულად უყურებს და აცხადებს, რომ ეს ყოველივე “ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანის მოგონილია.”
შეგახსენებთ, თამაზ ხომასურიძე შაქარაშვილის საქმეზე მისი არასწრულწლოვანი შვილის მიმართ წაყენებულ ბრალს აპროტესტებს. არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდადა მას ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.