ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამაზ ხომასურიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ – დაშავებული მომხდარში მირიან ნიკოლაძეს ადანაშაულებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის არასრულწლოვანის ზ.ხ-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხომასურიძემ დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ხომასურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას 4 უცნობი პირი დაესხა თავს.

ხომასურიძე მომხრაში ფეხბურთელის ბიძას მირიან ნიკოლაძეს ადანაშაულებს და დარწმუნებულია, რომ პირები მას სწორედ ნიკოლაძის დავალებით გაუსწორდნენ.

ცნობისათვის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ საიდუმლო დაჯგუფება “თეთრი ისარი” შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის ლიკვიდირებას გეგმავს. თამაზ ხომარუსიძემ ნიკოლაძის მისამართით მუქარის  შემცველი განცხადებებიც რამდენჯერმე გააკეთა, რის გამოც დაკიტხვაზეც დაიბარეს.

თავად ნიკლაძე ხომასურიძის განცხადებებს არასერიოზულად უყურებს და აცხადებს, რომ ეს ყოველივე “ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანის მოგონილია.”

 

იტვირთბა....