ქუთაისის მერიის ერთ-ერთი ააიპ-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 830 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.