ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მარია კოლესნიკოვა მისი გატაცების დეტალებს ყვება. კოლესნიკოვას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მოკვლით დაემუქრნენ და ამ გზით მის უკრაინაში გაძევებასცდილობდნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მას, ასევე, 25-წლიანი პატიმრობითაც დაემუქრნენ.
„მითხრეს, რომ თუკი ბელარუსის რესპუბლიკას ნებით არ დავტოვებდი, მაინც გამაგდებდნენ, ცოცხალს ან ნაკუწებად დაჭრილს. ასევე იყო მუქარა 25 წლამდე ვადით პატიმრობის შესახებ“, – აღნიშნულია კოლესნიკოვას განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა გაავრცელა.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს,.