ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მინსკში ოპოზიციონერი ლიდერი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს

მინსკში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს,. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კოლესნიკოვა უცნობმა პირებმა მიკროავტობუსში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გატაცებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა.

“ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ბელარუს ხალხს ესაუბროს, ის მათ ცინიკურ ლიკვიდაციას ცდილობს. მარია კოლესნიკოვას გატაცება მინსკის ცენტრში – სირცხვილია. სტალინის მეთოდებს 21-ე საუკუნის ევროპაში იყენებენ. ის აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ”, – წერს ლინკევიჩუსი.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.  მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. 17 აგვისტოს ბელარუსში უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა გადადგა. ვყანაში ასევე შევიდა  რუსული სამხედრო ტექნიკიკაც.

ამასთან,ევროპარლამენტის პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისინი არჩევნების შედეგებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ აღიარებენ.

იტვირთბა....