“ეთერის ჯანმრთელობის პრობლემა არასოდეს ჰქონია, თავისი ფეხით მივიდა სიცოცხლით სავსე გოგო კლინიკაში და მკვდარი წამოვიყვანეთ. ობლად დარჩა მისი 10 წლის შვილი. კატეგორიულად ვითხოვ სამივე ექიმის დასჯას.”
გიული შატაკიშვილი – გარდაცვლილი გოგონას დედა.
ambebi.ge
ცნობისათვის, 26 წლის ეთერ მეტივიშვილი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 ივნისს გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალი კომატოზურ მდგომარეობაში რამდენიმე დღეში ებრძოდა სიკვდილს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ექიმების გულგრილობას და არაპროფესიონალიზმს შეეწირა მათი შვილის სიცოცხლე და სასწრაფოდ ამ ექიმებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

