aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ცაგერის რამდენიმე სოფელი კვლავ ჩაიკეტა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე სოფელი კვლავ ჩაიკეტა. ამის შეახებ გუბერნატორის მოვალეობის შემარულებლის გიორგი მაქარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ორბელის, ლაჯანისა და ლაილაშის თემებში ყველა შემსვლელ და გამსვლელ მოქალაქეს კორონავირუსზე  PCR ტესტი ჩაუტარდება.

გიორგი მაქარაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე 350 მდე ადამიანს ჩაუტარეს ტესტი.

სოფლების მოსახლეობას სურსათითა და მედიკამენტებით სადისტრიბუციო კომპანიის მანქანები მოამარაგებენ.

ცნობისთვის,  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტი 10 აპრილის ჩაიკეტა. აღნიშნულ მუნიიცპალიტეტში შეზღუდვები საყოველთაო კარანტინის ვადის დასრულების შემდეგ მოიხსნა.

 

 

იტვირთბა....