საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის ერთ-ერთ მედიკოსს კორონავირუსი აუდასტურდა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, დაწყებულია ინფიცირების წყარო მოკვლევა. იდენტიფიცირებულია მედიკოსის კონტაქტები, რომლებიც იზოლაციასა და კარანტინში არიან.
„კოვიდ-19“-ზე ტესტირება პერიოდულად უტარდება ბათუმის სასწრაფო დახმარების სრულ მედპერსონალს, რომელთაგანაც ინფექცია არავის დადასტურებია. ამჟამად, დამატებით პრევენციისთვის, კვლავ ტარდება განმეორობითი კვლევა ვირუსზე.
ინფიცირებული მედიკოსი ბოლოს 4 სექტემბერს მორიგეობდა, რა დროისთვისაც მას უკვე ჩატარებული ჰქონდა ლაბორატორიული კვლევა „კოვიდ-19“-ზე და ვირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, დაინფიცირების პერიოდში, მას მოსახლეობისთვის ბინაზე გადაუდებელი დახმარება არ გაუწევია.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებენ. მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით მიმდინარეობს“ – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო სამი დღის განმავლოვლობაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები მკეთრად გაიზარდა. 9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 შემთხვევა იყო, ხოლო 8 სექტემბერს – 45.