ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა განხორციელდეს ჟურნალისტებისა და ოპერატორების უფასო ტესტირება” – გოცირიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე რომან გოცირიძე მთავრიბას ჟურნალისტების უფასო ტესტირებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, შესაძლოა ჟურნალისტები ერთ-ერთი მთავარი წყარო იყვნენ ვირუსის გავრცელების.

„ჩვენ, პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, საფრთხის და რისკის შემცველები ვართ. ამომრჩეველს ყოველდღიურად ვხვდებით და უამრავი სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს. მოვდივარ და თქვენ გესაუბრებით, ვესაუბრები ამ მიკროფინს, რომელიც პოტენციურად შეიძლება ინფიცირებული იყოს და თქვენ გადაგდოთ. ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, მიხედეთ ჟურნალისტებს. ჟურნალისტები, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოსთან იდგნენ და ინტერვიუს წერდნენ, ერთხელ მაინც იყვნენ უფასოდ ტესტირებულნი? უნდა განხორციელდეს ჟურნალისტებისა და ოპერატორების უფასო ტესტირება, რომლებიც სამართლიან პრეტენზიას გამოთქვამენ.

პარლამენტში ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, ნუ ზოგავენ რაღაც პატარა ფულს, ნუ იკვლევენ ვის და სად ჰქონდა კონტაქტი ხუთი სექტემბრის შემდეგ. 50-მდე ჟურნალისტი და ოპერატორია, არ არის ეს დიდი ფული. ეს იქნება ორი ათასი ლარი და თანაც უზარმაზარი ოდენობის ტესტის მასალებია შეძენილი. ჟურნალისტების ტესტირება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო სამი დღის განმავლოვლობაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები მკეთრად გაიზარდა. 9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 შემთხვევა იყო, ხოლო 8 სექტემბერს – 45.

იტვირთბა....