ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, 78 წლის პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობდა, მას ორმხრივი პნევმონია და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთში, არსებული მონაცემებით, კორონავირუსისგან სულ 6 ადამიანი გარდაიცვალა