ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თავშეყრა ღია სივრცის ღამის კლუბებშიც აიკრძალა.ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გახარიამგანაცხადა, ამგვარი ღონისძიებები ვირუსის სწრაფი გავრცელების რისკს შეიცავს.
„იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც. დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს, რადგან ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებებია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, ეპიდვიტარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში რეგულაციები კვლავ მკაცრდება. 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება. ქორწილის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა კვლავ 10-ით განისაზღვრა. ამასთან, თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო. ასევე, 15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება.