“თუ მართალია ეს სტატისტიკა, გამოდის ამათმა საკარანტინე პოლიტიკამ არ გაამართლა და ხალხი რომ ციხეში უზით, აგერ ბათუმი აუფეთქდათ. დროა, გააღონ ციხის კარებები და ხალხი კარანტინიდან ტესტებით გამოუშვან. გაუკეთონ უფასო ტესტები, როგორც ბათუმში გააკეთეს! მორჩნენ ხალხის ფსიქიკით ფულის კეთებას. დავგეგმოთ აქციები, ფაქტია ჩვენმა ხმაურმა რაღაც შედეგი უკვე მოგვცა!“
ნანაუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
მისივე თქმით, ქვეყანა ჩაკეტილია ემიგრანტების ხარჯზე და ამ ხალხის ფსიქიკით მთავრობის წევრები მდიდრდებიან.
შეგახსენებთ, ეპიდვიტარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში რეგულაციები კვლავ მკაცრდება. 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება. ქორწილის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა კვლავ 10-ით განისაზღვრა. ამასთან, თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო. ასევე, 15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება.