მთავარი ციტატა

“ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა”- გახარია

“საგულისხმო მაგალითია, ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ პრემიერმამთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, ეპიდვიტარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში რეგულაციები კვლავ მკაცრდება. 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება. ქორწილის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა კვლავ 10-ით განისაზღვრა. ამასთან, თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო. ასევე, 15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება.

 

იტვირთბა....