ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: TV პირველი არ შეწყვეტს მუშაობას, მაგრამ თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი TV პირველს ეუბნება, რომ მათი სამუშაო სივრცის სველი წესით დამუშავება აუცილებელი იქნება, ამასთანავე დეზინფექცია, განსაკუთრებით იმ ოთახების, რომლებთანაც შეხება ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელს.

გამყრელიძის თქმით,ზუსტად განსაზღვრება ვისთან როგორი სიახლოვის კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულს, შემდეგ კი ტელევიზიის თანამშრომლებს ეპიდემიოლოგები დაუკავშირდებიან.

„ზუსტად დადგინდება, ვისთან რამდენად მჭიდრო და რამდენწუთიანი კონტაქტი ჰქონდა მას და ამის მიხედვით განისაზღვრება, ვის დასჭირდება თვითიზოლაცია და ვის ღრმა კვლევა, რა თქმა უნდა, ტელევიზია არ შეწყვეტს მუშაობას, მაგრამ გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდეს“. – უთხრა გამყრელიძემ TV პირველს.

ცნობისთვის, TV პირველის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტვირთბა....