“თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ.”
ვიკა ბუკია – TV პირველის ჟურნალისტი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, დღეს დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.