aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთში საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით საჭირო ინფორმაციას აწვდის.

საელჩოს ცნობით, თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სავალდებულოა პირბადის ტარება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პირბადის ტარება არაა სავალდებულო მხოლოდ საცხოვრებელი სახლში, ხოლო ნებისმიერ ღია და დახურულ სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ქუჩა, რეკრეაციული ზონები – პარკები, სკვერები, ზღვის სანაპიროები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოფისები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვ.) ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

ასევე, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს დაკავშირება შეეძლებათ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

იტვირთბა....