ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს

ხვალიდან ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების, მათშორის, ქორწილების ჩატარება იკრძალება, ხოლო ქორწილში სტუმართა მაქსიმალური რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს.

მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.

შეგახსენებთ, ეპიდვიტარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში რეგულაციები კვლავ მკაცრდება. 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება. ამასთან, თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო. ასევე,15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება.

იტვირთბა....