ხილისა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.
ეკონომიკურმა საბჭომ ასევე მოიწონა საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ( სატრანზიტო) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროექტი.