ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბარში კლიენტის ცემისთვის დაწესებულების მეხუთე თანამშრომელიც დააკავეს

სამართალდამცავებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი, მეხუთე პირი დააკავეს.  ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ლ.ც. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუქში“­ დაშავებულმა მოქალაქე ივი­კო ფრუ­ი­ძემ პოსტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ბარში მომხდარ ისტორიაზე საუბრობს. მისი თქმით, 5 კოქტეილის ნაცვლად 25 კოქტეილის საფასურის გადახდა მოსთხოვეს, რასთან დაკავშირებითაც პროტესტი გამოთქვა, აღნიშნულს კი ბარის დაცვის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. როგორც ფრუიძე ამბობს, ფიზიკურად 6 პირი გაუსწორდა.

სამართალდამცავებმა ერთ-ერთ ბარში მომუშავე ჯერორი დაცვის თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც დაწესებულების სტუმრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ კი, ამავე ბარის მენეჯერიც დააკავეს. ხოლო,,ზალადობის ფაქტზე ბარის მეოთხე თანამშრომელი 8 აგვისტოს დააკავეს.

იტვირთბა....