ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბარში კლიენტის ცემისთვის დაცვის თანამშრომლების გარდა მენეჯერიც დააკავეს

თბილისის ერთ-ერთ ბარში სტუმრის ცემის საქმეზე დაცვის თანამშრომლების გარდა, მენეჯერიც დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, ბარის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად დაზიანება მიიღო ორმა სტუმარმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით მიმდიანრებს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

“გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით,”- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, დღეს სამართალდამცავებმა ერთ-ერთ ბარში მომუშავე ორი დაცვის თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც დაწესებულების სტუმრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შეგახსენებთ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუქში“­ დაშავებულმა მოქალაქე ივი­კო ფრუ­ი­ძემ პოსტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ბარში მომხდარ ისტორიაზე საუბრობს. მისი თქმით, 5 კოქტეილის ნაცვლად 25 კოქტეილის საფასურის გადახდა მოსთხოვეს, რასთან დაკავშირებითაც პროტესტი გამოთქვა, აღნიშნულს კი ბარის დაცვის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. როგორც ფრუიძე ამბობს, ფიზიკურად 6 პირი გაუსწორდა.

იტვირთბა....