ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 7 „დონას“ კლასტერს უკავსირდება, 3 ინფიცირებული კი  სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

44 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 არის „დონასთან“ დაკავშირებული შემთხვევები, 12 ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევა, 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიით არის, 5 იმპორტირებულია, 3 სამედიცინო პერსონალია,”- განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

ქვეყანაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევებიდან დადასტურდა, აქედან 25 აჭარას უკავშირდება.  ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1773-ს შეადგენს, აქედან 1325 ადამიანი უკვე გამოჯანრმთელებულია.

 

იტვირთბა....