“ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მოეშვა. ჩვენ გარკვეულად შევიქმენით ილუზია, რადგან ყველაზე უკეთესად გამოვიყურებით რეგიონში, რომ საქართველოში თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ამაზე ვპასუხობთ, რომ არა.”
ამირან გამყრელიძე -დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის სესახებ ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გახლავთ გლობალური პრობლემა და ამას, მთელი სამყარო, ერთიანად გადაწყვეტს და ამას დასჭირდება სულ მცირე 1 წელი, წელიწად ნახევარი.