“შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. გონზე არიან, ადეკვატურები, კონტაქტურები, მათი მდგომარეობა უკეთესია. მათ სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. მართვით სუნთქვიდან ერთი საერთოდ მოხსნილია, 2 კი მართვითი სუნთვის გამარტივებულ რეჟიმში იმყოფება, ალბათ, სრულად მალე მოიხსნებიან.”
ლალი ტურძელაძე- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი
ამისსესახებლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.