ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავში დაკარგული ორო მოზარდი იპოვეს

პოლიციამ თელავში გაუჩინარებული 13 და 14 წლის მოზარდი იპოვა.

რამდენიმე წუთში არასრულწლოვნებს ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანენ.

დები ლიკა და მარიამ დემინაშვილები, რომლებიც სოფელ შაქრიანში ცხოვრობენ, ბებიასთან თელავში წავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა გაიგო, რომ მოზარდები თბილისში წასვლას გეგმავდნენ, სამარშრუტო ტაქსიში თავად ჩასვა და მათი სოფელში დაბრუნება სცადა. არასრულწლოვნები სამარშრუტო ტაქსიდან თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დაკარგული მოზარდის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა

იტვირთბა....