“სამჯერ ვიყავი პროკურატურაში და ერთი და იგივე ჩვენება მივეცი. ფინანსური ინტერესი არ მქონია, ჩემი ქცევა გაუაზრებელი იყო. ინტერესი არც პოპულარობა ყოფილა, არც ბრალდებულებს ვიცნობ. ინტერესი მხოლოდ კარიერული წინსვლა იყო, თუმცა არავინ არაფერს დამპირებია”
ვერონიკა ავოიანი – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთი პირი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ვერონიკა ავოიანი 3 სექტემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცრუ ჩვენების ავტორის მიზანი პოპულარობა იყო.