ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთი პირი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთი პირი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც ადვოკატი ანა ჟღენტი აცხადებს, ცრუ დასმენის ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია დანაშაულს აღიარებს.

,,განიზრახა კარიერული ზრდის მიზნით, სენსაციური ინფორმაციის შექმნა, მას არ გაუაზრებია, რომ შესაძლოა, დანაშაულში გადაზრდილიყო. მან აღნიშნული დანაშაული აღიარა და მოინანია” – განაცხადა არონიას ინტერესების დამცველმა.

პროკურატურა დაკავებულისთვის 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, ადვოკატის თქმით, ვერონიკა არონიას სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლემ ის 2500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცრუ ჩვენების ავტორის მიზანი პოპულარობა იყო.

იტვირთბა....