ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეგ ჩანთა დადებულია” – ახალი ჩანაწერი გლდანის ციხიდან

გლდანის ციხიდან კიდევ ერთი ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდლებული მის თანამესაკნეს ესაუბრება. ფარულ ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ კობა ჩიტიძე, დეტალურად უსვამს კითხვებს ნიკა რევაზიშვილს და ცდილობს მეტი დეტალი გაიგოს საქმის დეტალებზე.

კობა ჩიტიძის ჩვენების მიხედვით, რომელიც 14 აგვისტოთი თარიღდება, ის ასახელებს კონკრეტულ ადამიანს, რომელმაც საბედისწერო ღამეს ეს ჩანთა მოათავსა ბეტონის ბურჯზე, თუმცა ციხის საკანში გაკეთებული ვიდეოჩანაწერში რევაზიშვილი არ საუბრობს ჩანთასთან დაკავშირებულ დეტალებზე და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ჩანთა დადებულია.

“ვეუბნებოდი მეთქი ნუ გარბიხართ, ნუ მისდევთ ადამიანს გული გადამიცივდა. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მეთქი ნუ მისდევთ. ჩანთა არის ძალიან საინტერესო დეტალი… ეგ ჩანთა დადებულია …თუ ეგ ბავშვი გალახულია და გალახვის შედეგად აქვს მიღებული და არა დაგორების შედეგად მაშინ ალალია ძმაო. მეცოდება ეგეთი სიკვდილისთვის კაცი. ეშინოდა წყლის. რომ წარმომიდგენია რა სიკვდილით არის მკვდარი იმენა რა… პირველი სამი დღე სიზმარში ვხედავდი რომ იხრჩობოდა” – ამბობს რევაზიშვილი.

შეგახსენებთ, კობა ჩიტიძემ გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა. მან გამომძიებლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისმა თანამესაკნემ ნიკოლოზ რევაზიშვილმა შაქარაშვილის მკვლელობა აღიარა და მომხდარი მოვლენები დეტალურად მოუყვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 5 პირს კი სასამართლო ჯგუფურ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.

 

იტვირთბა....