მთავარი ციტატა

“სახელმწიფო ებრძვის ამ პირებს, რათა რომელიმე მათგანმა აღიაროს, რომ მოკლა შაქარაშვილი”- ადვოკატი

“ეს ყველაფერი არის დადგმული,არის ფარსი. სასამართლო ხელს უწყობს პროკურატურას. ერთობლივად მთელი სახელმწიფო ებრძვის ამ პირებს, რომ რომელიმე მათგანმა აღიაროს, რომ მოკლა შაქარაშვილი, ან მიაყენა რაიმე სახის დაზიანება.”

გიორგი ხელხაური – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასწრულწლოვნის ზ.ხ.-ის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა ციხიდან გავრცელებულფარულ ცანაწერებსგამოეხმაურა.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკნებში დაამონტაჟა ვიდეოკამერები და მიკროფონები, რომლებსაც მაღალი მგრძნობელობით ხმის ჩაწერის შესაძლებლობა გააჩნია. 

ჩანაწერებში ბრალდებულები 18 ივნისის ღამესგანვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”

 

იტვირთბა....