ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც სავარაუდოდ, მოწამლეს, კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას  DW ავრცელებს.

22 აგვისტოდან ნავალნი მკურნალობის კურსს გერმანიის კლინიკაში გადიოდა.

„ჯერჯერობით მისი მძიმე მოწამვლის შესაძლო გრძელვადიანი შედეგების დადგენა ნაადრევია”, – ნათქვამია კლინიკის მირ გავრცელებულ განცადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში 20 აგვისტოს შეიყვანეს. ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი მოწამლეს.ნავალნი 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით რუსეთის კლინიკიდან ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამ განცხადებას რუსული მხარე გამოეხმაურა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, ნივთიერება, რომლიტაც რუსი ოპოზიციონერი  ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ის ლაბორატორიებში მზადდება.

იტვირთბა....