მთავარი ციტატა

“შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე დასრულდა გამოძიება”- საქმის პროკურორი

“ვინაიდან, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე დასრულდა გამოძიება და საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში, საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ბრალდებულთა საპატიმრო საკნებში დასრულებულია და შესაბამისად არ მიმდინარეობს აუდიო-ვიდეო ჩაწერა.”

დავით ყაზარაშვილი -გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი

ამის შესახებპროკურორმა  მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, პროკურორმაკიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ვიდეო და აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა და სხვა მტკიცებულებებთან ერთად ეს მასალები ბრალდების მხარემ 3 სექტემბერს მხოლოდ დაცვის მხარეს გადასცა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკნებში დაამონტაჟა ვიდეოკამერები და მიკროფონები, რომლებსაც მაღალი მგრძნობელობით ხმის ჩაწერის შესაძლებლობა გააჩნია. 

ჩანაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”

 

 

იტვირთბა....