ენგურის ხიდთან „პატრიოტთა ალიანსის” პარტიის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
როგორც „მეტრონომს“ პარტიის წარმომადგენლებმა უთხრეს, ადგილზე მისვლას აპირებს პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი, ირმა ინაშვილიც.
როგორც მხარდამჭერები აცხადებენ, ისინი ილორის ეკლესიისთვის ნაჩუქარი და შემდეგ დაბრუნებული ხატის გადმობრძანებას ელოდებიან.
ცნობისთვის, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირული ღვთისმშობლის ხატი მდინარე ენგურის გასწვრივ დე ფაქტო საზღვარზე გადაიტანეს.
”ეს არის უწმინდური ხატი. ქართველმა პოლიტიკოსებმა მოიტანეს და ჩვენ, პოლიტიკოსები, ვუბრუნებთ მას. არავის აქვს უფლება დასცინოს აფხაზეთის მორწმუნეებს“. – განაცხადა სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ნაირა ამალიამ.
დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი აფხაზეთის ტერიტორიაზე ენგურის ხიდის გავლით გადავიდნენ. აფხაზშში ვიზიტზე ირმა ინაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანამხადაც, ის ილორის ტაძარში ჩავიდა, სადაც ხატი დააბრძანა.
თამთა ქარქაშაძე