“ველოდებოდით, რომ მიუსჯიდნენ 5 წელს, მაგრამ მიუსაჯეს 3 წელი. დანარჩენი პოლიციელების წინააღმდეგაც არის რაღაც ფაქტები. ჯერჯერობით, რაღაც სამართლებრივი დევნაა დაწყებული. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლად, რომ ეს ადამიანებიც დაისაჯონ.”
15 წლის ლუკა სირაძის ძმა
ამის შესახებ გარდაცვლილის ძმამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
15 წლის ლუკა სირაძის ოჯახი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.