15 წლის ლუკა სირაძის ოჯახი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ლუკა სირაძის ძმამ ჟურნალისტებთან განაცხდაა, ოჯახი ელოდა, რომ მოსამართლე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს წაყენებული მუხლით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას მიუსჯიდა.
“ველოდებოდით, რომ მიუსჯიდნენ 5 წელს, მაგრამ მიუსაჯეს 3 წელი. დანარჩენი პოლიციელების წინააღმდეგაც არის რაღაც ფაქტები. ჯერჯერობით, რაღაც სამართლებრივი დევნაა დაწყებული. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლად, რომ ეს ადამიანებიც დაისაჯონ,”-აცხადებს გარდაცვლილის ძმა.
ოკახის ადვოკატის თქმით კი, სასამარტლომ დრევანდელი გადაწყვეტილებიტ დაამოწმა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის მიერ ნამდვილად განხორციელდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადავარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.
ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.