“მე და ჩემს ოჯახსაც ეშინოდა, ასევე ეშინოდა ყველა ბრალდებულს, რომ ბინძურ მეთოზე წავიდოდნენ, (შესაძლოა ჩანთის დნმ არ გაყალბებულიყო,) საბედნიეროდ ეს არ იკადრეს და არა მარტო ჩანთაზე, – აბსოლუტურად არაფერზე არ არის აღმოჩენილი დმნ.”
ვახო რევაზიშვილი – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა.
ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა თეონა ბაკურიძის დღის ამბებში განაცხადა.
გუშინ კი TV პირველმა გაასაჯაროვა კადრები, გლდანის ციხიდან, სადაც შაქარაშვლის საქმეზე ბრალდებულები თანამესაკნეებს უყვებიან, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს.